top of page

თათა მირიანაშვილი

  • Writer's pictureთათა მირიანაშვილი

მოხუცი და ლიმონები, კაცი ყვავილებით

მოხუცი და ლიმონები, კაცი ყვავილებით... ფერწერულ ტილოთა დასახელებები არ გეგონოთ, თბილისის ქუჩებში შემხვედრ თვითდასაქამებულებზე გიამბობთ.


ნინა ბებო უკვე რამდენიმე წელია რუსთვალის გამძირზე ლიმონს ყიდის. ალბათ, შეგინიშნავთ, სასტუმრო საქართველოს წინ მჯდარი შავტანსაცმლიანი, გამხდარი ქალი, გამოწვდილი ლიმონით - "წაიღე შვილო, ორი ცალი ლარად." რამდენიმე წლის წინ ჯანმრთელობის გაუარესების გამო საავადმყოფოში იწვა. პენსია წინასწარ გამოიტანა და მკურნალობის საფასური გადაიხადა. მას შემდეგ მეგობრის მოტანილი ლიმონის გაყიდვა მისი ერთადერთი შემოსავალია. ხანდახან სასწორიც გამოაქვს და გამვლელებს მის გამოყენებას 20 თეთრად სთავაზობს. ასეთი დღეები კი ხშირი არ არის. ავადმყოფობისა და ასაკის გამო სასწორის ტარება უჭირს, - " ნაწლავები, ნაღვლის ბუშტი, მტკივა სხვა არაფრის გაკეთება შემიძლია, ფეხზე ვერ ვდგები წელიც მტკივა, სასწორიც ხან გამომაქვს ხან არა." ის ყოველ დღე ვარკეთილიდან დადის. ადრე ნიკოლაძეზე ცხოვრობდა და იქვე მუშაობდა, სკოლაში მზარეულად. 42 წელი 700 ბავშვს ემსახურებოდა ახლა კი საკუთარი თავისთვისაც აღარ შეუძლია სადილის მომზადება, მარტოხელაა და ლუკმის მიმწოდებელიც არავინ ჰყავს - "ჩაი, პური, ჩაი პური გაჭყეპილი ვარ." მასთან საუბარს თუ წამოიწყებთ გაუხარდება, გულღიად და თბილად გიპასუხებთ. იმასაც გეტყვით, რომ ლიმონის გაყიდვა მისთვის მხოლოდ გულის გადაყოლება და გართობაა.



წერეთლის მეტროდან გამოსვლითანავე დაინახავთ კაცს, რომელიც ფერადი თაიგულების უკან მიწაზე ზის. მინდვრის ყვავილებს თავად კრეფს და შემდეგ ყიდის. ზამთარში სახლში ზის, სხვა შემოსავალი არ აქვს. არც პენსია, წელიწადი და რვა თვე აკლია საპენსიო ასაკამდე. დარჩენილი დრო ისე ზუსტად იცის, ალბათ, ელოდება. მანამდე კი თავი უნდა გაიტანოს. შვილები ჰყავს, გოგო გათხოვილია, ბიჭი კი უმუშევარი.


იცით, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ორივე მათგანი თვითდასაქმებულად ე.ი. დასაქმებულად ითვლება. ეს ფაქტი ალბათ უმრავლესობა თქვენგანში უსამართლობის განცდას გამოიწვევს და ლოგიკურიცაა. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ საქართველოს ოფიციალური სტატისტიკა რეალურად არ აჩვენებს უმუშევრობის პრობლემას. არასწორი აღრიცხვა კი თავისთავად ხელის უშლის პრობლემის აღმოფხვრას.



ახლო მომავალში უნდა ველოდეთ ამ ხარვეზის გამოსწორებას. საქართველოს სატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მასსა და დანიის სტატისტიკის სამსახურს შორის 24 ივნისს ევროკავშირის პროგრამა „Twining“-ის ფარგლებში, ახალი პროექტი - „საქართველოს ეროვნული სტატისტიკური სისტემის შესაძლებლობების განვითარება“ ოფიციალურად გაიხნა. ის დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ამ წლის აპრილიდან დაიწყო და 24 თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტი ოთხ კომპონენტს მოიცავს, ესენია: საგარეო ვაჭრობა, ეროვნული ანგარიშები, ბიზნეს სტატისტიკა და სოციალური სტატისტიკა. მანამდე კი ყვავილებიანი კაცი და მოხუცი ლიმონებით კვლავ დასაქმებულებად რჩებიან.

25 views0 comments
Home: Blog2
bottom of page