top of page

თათა მირიანაშვილი

  • Writer's pictureთათა მირიანაშვილი

რწმენა, მიზნები და შედეგები

Updated: Sep 7, 2020


ცირა სულიაური 10 წლისაა. ის მცხეთის დღის ცენტრში დადის, რომელსაც "მომავლის რწმენა" ჰქვია. აქ ყოფნა ძალიან მოსწონს, რადგან კარგი ადამიანები ხვდებიან. მას უნდა მხატვარი გამოვიდეს, ცენტრში კი შეუძლია რამდენიც უნდა იმდენი ხატოს.



2013 წლის 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, დღის ცენტრი "მომავლის რწმენა" გახსნა. ის რეაბილიტაციისა და ბავშთა ზრუნვის ქვეპროგრამაა და ჯანდაცვის სამინისტროდან ფინანსდება. საზოგადოება ინიციატივას სიფრთხილით უყურებდა, თუმცა ფუნქციონირების დაწყების შემდეგ დამოკიდებულება შეიცვალა, მოთხოვნა გაჩნდა და გაიზარდა.


ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი გეგელიაა. მამიდამის ჰქონდა დღის ცენტრი რუსთავში, ყველაფერი აქედან დაიწყო. მცხეთაშიც არაერთხელ შეხვედრია მსგავსი საჭიროებების მქონე ბავშვებს და ცენტრის დაარსების იდეა გაუჩნდა. 2009 წელს ძმასთან ერთად პირველად სცადა, თუმცა ვერ მოახერხა. ვერ მოგროვდა ბავშვების საჭირო რაოდენობა, მოსაგვარებელი იყო შენობის საკითხიც.


დღის ცენტრის მიზანია თითოეულმა მათგანმა შეძლოს დამოუკიდებლად ცხოვრება, განივითაროს დეფიციტური და მოტორული უნარები, მოახერხოს საზოგადოებასთან ურთიერთობა. მიზნები მათ შესაძლებლობებს შეესაბამება. გაწერილია 6 თვეზე ან წელიწადზე. ამ მიზნების მიღწევა კი პედაგოგების ყოველდღიური მუშაობის ხარჯზე ხდება. ამაში მუსიკის თერაპია, ქარგვა, ხატვა, სპორტული და სამაგიდო თამაშები ეხმარებათ.


ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის ხელის შეწყობა ხდება კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობით, სხვადასხვა დაწესებულებაში ვიზიტით, ექსკურსიებითა და რეკრეაციული გასვლითი ღონისძიებებით. დღის ცენტრის ძალისხმევის გარდა საზოგადოებრივი ჩართულობაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. წინა წლებთან შედარებით შეიცვალა დამოკიდებულებაც. მოდიან სკოლის მოსწავლეები, არასამთავრებო ორგანიზაციები. ბენეფიციარები აღარ ცხოვრობენ ჩაკეტილი კარის მიღმა. ის ბავშები, რომლებიც ხანგრძლივად ივლიან დღის ცენტრში პროფელიულ სასწავლებელშიც შეძლებენ სწავლას და პროფესიის შესწავლას.


დღეს ცენტრში 20 ბავშვია 18 წლამდე და 12 ბავშვი 18 წლის ზევით. ისინი მომსახურებას ორ ნაკადად იღებენ. ასაკობრივად განსხვავებული ჯგუფების ერთად ყოფნა არ შეიძლება. როდესაც ბენეფიციარები სრულწლოვნები გახდნენ, მაშინ გაჩნდა იდეა ზრდასრულებისთვისაც მიეცათ დღის ცენტრის მომსახურების მიღების შესაძლებლობა. მათთვის გაწერილი მიზნები განსხვავდება მცირეწლოვანთა მიზნებისგან. იგეგმება ცენტრის ეზოში არსებული შენობის სახელოსნოდ გადაკეთება, სადაც შეძლებენ საკუთარი ნამუშევრების გაყიდვასა და შემოსავლის გაჩენას.


ირაკლი გეგელია - დღის ცენტრის ხელმძღავნელი


ირაკლი გეგელია

" ხშირად უკვირთ, როგორ ვახერხებ აქ მუშაობას, ჩემთვის კი სხვაგვარი ცხოვრება წარმოუდგენელია. გახარებენ ეს ბავშვები, გასწავლიან რაღაცეებს, მათთან ურთიერთობა წმინდაა. ამ ყველაფერს დიდი ნებისყოფა, თითოეულ მათგანს კი განსხვავებული მიდგომა სჭირდება. ელემენტალურ საკითხებშიც კი უდიდესი შრომაა ჩადებული - ვიღაცას მადლობა გადაუხადა, ადგილი დაუთმო, ადეკვატურად მოიქცა. შეძლება ვიღაცისთვის არაფერია, მაგრამ ეს შედეგია, რომელსაც მივაღწიეთ. ის რომ დღეს მას შეუძლია თავის თანატოლს გვერდით დაუდგეს და არასრულფასოვნების შეგრძნება არ ჰქონდეს უდიდესი ნაბიჯია. ქვეყნის განვითარებასთან ერთად ეს სფეროც ვითარდება და წინ მიდის. ამჟამიდელ მგომარეოაბს გვერდში დგომა, დახმარება უნდა და არა კრიტიკა. "


თეა მუხიგული- ფსიქოლოგი, დღის ცენტრის სპეცმასწავლებელი


"მათთან ურთიერთობა დიდ ენერგიას მოითხოვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ისინი ისეთი გილწრფელები, თბილები და მოსიყვარულეები არიან, მათი სამყარო ისეთი ნათელია. ისეთ რაღაცას აღმოაჩენენ, დაინახავენ, გაგიზიარებენ რომ დღე არ გაივლის ისე დიდი ემოციით დატვირთული არ წავიდეთ სახლში. ის დაღლაც გავიწყდება და მეორე დღეს ისევ ახალი შემართებით იწყებ."


ლელა მიდელაშვილი ცირა სულიაურის დედა


მე დავდიოდი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების მშობლების ტრენინგებზე. სწორედ აქ გავიგე გავიგე დღის ცენტრის შესახებ. საკმაოდ დადებითად აფასებდნენ და დავინტერესდი. დავათვალიერე, გავეცანი შემოთავაზებებს, რათა გამეგო რამდენად ხელსაყრელი იქნებოდა ჩემი შვილის განვითარებისთვისობებს. მომეწონა პირობები, გარემოც თბილი დამხვდა და განცხადება დავწერე. ჩემი გოგონა მანამდე ვერ საუბრობდა, ახლა ლექსებსაც ამბობს. ცირას ცხოვრება შეცვალა ამ ცენტრმა, შესაბამისად ჩემიც.

ცირას და მის მეგობრებს კიდევ ბევრი რამ აქვთ სასწავლი ცენტრშიც და მის გარეთაც. სასწავლო პროცესი მართალია რთული და ხანგრძლივი, მაგრამ მაინც სასიამოვნოა. ისინი ყოველ დღე რაღაც ახალს იგებენ, ვიღაც იცნობენ და გაცნობისთანავე იყვარებენ. გამომშვიდობებისას კი მეგობრად გთვლიან და გესიყვარულებიან, თან გაჩვენებენ ჯვრის მონასტერს, რომელიც ასე ლამაზად ჩანს მათი ცენტრიდან.




თათა მირიანაშვილი



26 views0 comments
Home: Blog2
bottom of page