top of page

თათა მირიანაშვილი

  • Writer's pictureთათა მირიანაშვილი

ცენზურა და თვითცენზურა

Updated: Sep 7, 2020

„იმდღეს, გიას გოგო დავიანახე... ვიღაც ბიჭთან ერთად მიდიოდა, თმა შეუღებაბს, როგორ შეცვლილა. არადა რა კარგი ბავშვი იყო, რა ოჯახის შვილი...“



"კეთილმოსურნე" ხალხის წყალობით ეს ამბავი გიამდეც მივა. სრულიად გულკეთილი გია, რომელმაც შვილის თმის ფერიც კარგად იცის და მისი ასავალ-დასავალიც, მაინც ეტყვის გოგონას სად დადიხარ ან საერთოდ რად გინდოდა თმის შეღებვაო.


რამდენიმე მსგავსი შემთხვევის შემდეგ, შეხმატკბილებული მამა-შვილის ურთიერთობა ნელ-ნელა ცივდება. მცირედ გამოლაპარაკებასაც კამათი მოსდევს და დედა კისრულობს მამა-შვილისთვის ერთმანეთის ამბების მოყოლას.


შვილი სამედიცინოს სტუდენტია, სტიპენდიატი. აქტიური და წარმატებული ახალგაზრდა. ნეტავი შენს ოჯახსო თქმა, რომ მოგინდება და ამ დროს მამა არ ელაპარაკება. ამის გამო დედასთანაც დაეძაბა ურთიერთობა. დედა და მამაც კამათობენ. ბავშვი, ხომ დედამ გაზარდა ასეთი. მამა სად იყო ამ დროს ?

- ბავშვის გაზრდა რა კაცის საქმეა.


ყოველ გადაბრუნებულ ნაბიჯზე სამარცხვინო ხარ და წარმატების დროს მამას შვილი! საძმაკაცოში დაიტრაბახებს და დაელოდება რას უპასუხებენ. თუ შეუქებენ გაიბღინძება და ვინ იცის იქნებ, გაგვიმართლოს კარგი ხასიეთი სახლშიც გამოყვეს.


სანამ საამაყოს ვერაფერს გააკეთებ, თითქოს წარმატება სოკოსავით ყველა წვიმის მერე მოდიოდეს, მოგიწევს არაფერი თქვა განსხვავებული, არ ჩაიცვა და გააკეთო მსგავსი არაფერი. საბოლოოდ კი გამოდის, რომ დედების, მამების, მეზობლების, ნათესავების და კიდევ ათასი რაღაცს გამო ვერ აკეთებ იმას, რაც გინდა.


საუბარი ხომ იყო ცენზურის დააკანონებაზეც. საპარლამენტო უმრავლესობიდან ორმა დეპუტატმა განსაკუთრებული მონდომებით, რომ მოამზადა ცვლილებები. სასამართლოს უფლება ეძლეოდა, ნებისმიერი წიგნი, სპექტაკლი და ფილმი აეკრძალა.


ხევის ბერიღა გვაკლია „გადასწყვიტე თემო“ შემოსძახოს და მოგვისაჯეთ ჩაქოლვა, განდევნა, რაც გაგიხარდებათ. აქ ხომ სიყვარულზე მოლაპარაკე ახალგაზრდისთვის გარტყმა მარჯვენის დასალოცია. ყველა განსხვავებული კი გადაგვარებული, ქართველობის წამრთმევი, შემარცხველი. არ მომინდომეს აქ ინდივიდუალიზმი და განსხვავებული აზროვნება ?!


მაღალი ღირებულებებსკენ მივილტვით, საპირისპირო კი გამოგვდის...


„იმდღეს, გიას გოგო დავიანახე... ვიღაც ბიჭთან ერთად მიდიოდა, არადა რა კარგი ბავშვი იყო, რა ოჯახის შვილი...“


69 views0 comments

Recent Posts

See All
Home: Blog2
bottom of page