top of page

თათა მირიანაშვილი

ანტონელო და მესინა - „ წმინდა სებასტიანის წამება“

Writer's picture: თათა მირიანაშვილითათა მირიანაშვილი

Updated: Sep 7, 2020

ანტონელო და მესინა ადრეული აღორძინების გამოჩენილი იტალიელი ფერმწერია. დაიბადა სიცილიაში. სწავლობდა მხატვარ კოლანტონიოსთან, მუშაობდა მესინაში, ნეაპოლში, ვენეციასა და მილანში. მისმა ხშირმა გადაადგილებამ ზემოქმედება მოახდინა მისი პროფესიულ განვითარებაზე, მათ შორის ნიდერლანდელმა, ესპანელმა და კატალონიელმა ოსტატებმა. მის ადრეულ შემოქმედებაში ნათლად ჩანს ჩრდილოური მხატვრული სკოლის ზეგავლენა. მისი ცხოვრების უნაყოფიერესი ხანა დაკავშირებულია ვენეციასთან. ის უდიდესი ოსტატია რენესანსული პორტრეტისა.


მისი ერთერთი ნამუშევარია „წმინდა სებასტიანის წამება.“ ის არის მართკუთხა ფორმის (171 x 85 სმ) ნამუშევარი. ურბანული პეიზაჟის ფონზე ცენტრში მდგომ ხეზე ხელის მტევნებით მიკრული წმინდანია გამოსახული.


ერთი შეხედვით თვალში გეცემათ შინაასისა და გამოხატვის ფორმბის შეისაბამობა, მთავარისა და მეორე ხარისხოვანის თანაბარი ყურადღების მიქცევა. უნდა ითქვას, რომ ეს ყველაფერი ადრეული რენესანსის ეპოქაში გავრცელებული და ყოველმხრივ მისაღები იყო.

უკანა ფონზე მოწმენდილი ლურჯი ცაა ქათქათა ღრუბელბით დამშვენებული. ვხედავთ კოშკით დაბოლოვებულ, აივნებით მორთულ, თაღოვან შენობებს. ასევე მოსაუბრე ადამიანებს, გადმოკიდებულ ხალიჩებსა და ყვავილებს. თაღებს უკან, კიდევ უფრო შორ ფონზეც მოჩანს პეიზაჟის ელემენტები და მოსიარულე ადამიანები.


საინტერესოა შუა პლანიც. მარცხენა მხარესაა ლურჯკაბიანი ქალი მკერდზე მიკრული ბავშვით. წამოწილილი კაცი გვერდით დადებული ხელჯოხით. მარჯვენა მხარეს კი ორი ფორმიანი მამაკაცი ერთმანეთს ესაუბრება. ერთი მათგანი ზურგით დგას და სანახევროდ ფარავს პირველს. მთელს გარემოში არაფერია ავისმომასწავლებელი.


წინა პლანზე ჭრელ ფილაქანზე საიდანღაც ხე ამოსულა, მასზეა წმინდანი მიკრული. სრულიად მარტო. მარჯვენა მხარეს მხოლოდ გადმოყირავებული ურნაა. ის თავის მხრივ აწონასწორებს მარცხენა მხარეს უფრო მაღალ შენობას.


წმინდა სებასტიანი ხორცსავსე მშვენიერი ყმაწვილია, კონტრაპოსტში მდგარი, ყავისფერი ტალღოვანი თმებით, რომელიც შუბლთან უფრო მოკლედ აქვს შეჭრილი. მისი სხეული დაუზიანებელია თუ არ ჩავთვლით ხის ჯოხებს, რომლებიც გარკვეულ ადგილებში ჩაურჭვიათ. მხატვარმა მცირედ, უმნიშვნელოდ მიგვანიშნა, რომ იქიდან სისხლი უნდა მოსდიოდეს. თავად წმინდანი უფრო დაღლილს ჰგავს ვიდრე ნაწამებს. თვალები ზეცისკენ მიუპყრია. იფიქრებთ, რომ ხესთან დასასვენებლად შეჩერებულა.


ანტონელო და მესინას ეს ნამუშევარი შესრულების მხრივ საკმაოდ დახვეწილია. კომპოზიცია გაწონასწორებულია, ნათელი ფერადოვანი კოლორიტით, ავტორი ზუსტად გადმოცემს ხაზობრივ პერსპექტივას, ფილაქანი მოშორებით თანდათანობით მცირდება. მარცხენა მხარეს შენობაც საკმაოდ რთულ რაკურსში აქვს დახატული. საქმე ის არის, რომ მანუშევარი არ მიასადაგება შინაარს.



თათა მირიანაშვილი

459 views0 comments

Comments


Home: Blog2

©2018 by tata mirianashvili. Created with Wix.com

  • facebook
  • instagram
bottom of page