კირილე და ილია ზდანევიჩები მეოცე საუკუნის ქართული მხატვრობის უმნიშვნელოვანესი ფიგურები იყვნენ. ისინი იზრდებოდნენ 1863 წლის პოლონეთის ამბოხების შემდეგ კავკასიაში გადმოსახლებულ პოლონელ ემიგრანტთა ოჯახში. მათი მამა, მიხეილ ზდანევიჩი ქუთაისში ასწავლიდა ფრანგულ ენას, შემდეგ კი გახდა გიმნაზიის დირექტორი, დედა - ვალენტინა გამყრელიძე, პიანისტი იყო. მალე ისინი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდნენ, სადაც მიხეილ ზდანევიჩი კვლავ ფრანგულ ენას ასწავლიდა ამჯერად თბილისის პირველ გიმნაზიაში.
კირილე ზდავიჩი
კირილე ზდანევიჩი 1892 წელს ქუთაისში დაიბადა. თბილისის გიმნაზიისა და ფერწერისა და ხატვის კურსების დამთავრების შემდეგ კირილე ზდანევიჩმა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა. სწავლის პერიოდში დაუახლოვდა რუსული ავანგარდის წარმომადგენლებს, სწორედ ამ მიმდინარეობით იყო მოხიბლული ის სიცოცხლის ბოლომდე. კირილესა და მისი ძმის ილიას სახელს უკავშირდება ქართული მხატვრობის გამორჩეული ფიგურის, ნიკოლოზ ფიროსმანაშვილის, როგორც მხატვრის აღმოჩნა. ისინი მოიხიბლნენ ფიროსმანით და დაწყეს მისი ნამუშევრების შეგროვება, რომლებიც მოგვიანებით თბილისის სახელმწიფო მუზეუმს გადასცეს.
1913 წელს კირილე ზდანევიჩი გაემგზავრა პარიზში, სადაც გაეცნო თანამედროვე ევროპულ მიმდინარეობებს, იდეებს და მხატვრებს. განსაკუთრებით ზეგავლენას ახდენს მასზე პიკასო. არხიპენკოს ატელიეში გამართულ კირილეს პერსონალურ გამოფენაზე პარიზში, პიკასო კედელზე ასეთ წარწერას ტოვებს "5+პიკასო". ორ წელიწადში კირილე თბილისში ბრუნდება, მოჰყავს ცოლი, სახელად ზიგა. ამავდროულად კვლავ აგრძელებს ფიროსმანის ნამუშევრების შეგროვებას.
1917 წლიდან ის გახდა პოეტური გაერთიანების “ფუტურისტების სინდიკატის” წევრი. ამ გაერთიანებების მუშაობაში წამყვანი ადგილი ეკავა მის ძმას, ილიას. წლის ბოლოს ჩატარდა მისი ნამუშევრების გამოფენა, რომელსაც დადებითი შეფასება მოჰყვა.
მალე მისი ძმა დააარსებს კიდევ ერთ პოეტურ სკოლას სახელწოდებით “41 გრადუსი”. კირილეც მათ რიგებში ხვდება. როგორც ამბობდნენ ამ სახელის არჩევის მიზეზი ის იყო, რომ მათი წარმომადგენლების საუბარი სიცხიანი ადამიანების, ბოდვას მოაგონებდა მსმენელს, რაც გასაკვირი არც არის, რადგან ისინი წარმოადგენდნენ დადაისტური იდეებით მოხიბლული პოეტების გაერთიანებას.
კირილე ზდანევიჩს ბევრი სხვადასხვა გატაცება ჰქონდა ხელოვნებაში: აკადემიზმი, ფუტურიზმი, კუბიზმი, სეზანიზმი, იმპრესიონიზმი, პრიმიტივიზმი. ამასთან ერთად რჩებოდა თვითმყოფად მხატვრად. პარიზშიც კი, მაშინ, როცა ის უკვე ჩამოყალიბებული მხატვარი იყო, კიდევ მოახერხა საკუთარი თავის განვითარება. ის ხატავდა სურათებს სიკაშკაშით, “მატისისებური” ფერადოვნებით და ტონების დისონანსებით. ამ სტილშია დახატულია “ნატურმორტი დოქით”.
გარკვეულ ეტაპზე იგი ნეოპრიმიტივიზმის წარმომადგენელია. ნეოპრიმიტივიზმი 1906-1913 წლების რუსული ავანგრდიზმის წამყვანი მიმდინარეობა იყო. ჯერ კიდევ პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში სწავლის დროს ზდანევიჩი ნეოპრიმიტივისტთა ჯგუფს დაუახლოვდა და მონაწილეობდა ე.წ. ნეოპრიმიტივისტულ გამოფენებში. როგორც ტიპური ნეოპრიმიტივისტი, ზდანევიჩიც აუბრალოებს, ამარტივებს ფორმასა და გამომსახველობით საშუალებებს, ამასთანავე მასთან ფორმა გროტესკული, დაუხვეწავი და ხაზგასმულად უხეშიც კია. იგი ცდილობს ხალხური ესთეტიკის ჩვენებას, ირჩევს თავისი ქალაქის დაბალი ფენის წარმომადგენელთა ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ ჟანრულ თემებს. ამ ნაწარმოებებში კოლორიტი ნათელია, ხალისიანი და ჭრელი.
კირილე ზდანევიჩის 1910-იანი წლების ბოლოს შესრულებულ ნატურმორტებს პრეკუბიზმისა და ანალიტიკური კუბიზმის თავისებურებები გამოარჩევს. მათთვის არსებითია ფერის, ფორმისა და სივრცის დანაწევრების გზით მიღწეული სურათის სტრუქტურული წყობა. საგნები ერთდროულად სხვადასხვა ხედითაა წარმოდგენილი. ამავდროულად, ზოგიერთ ნამუშევარში საგანთა რეალისტურ გამოსახულებებთან ერთად შენარჩუნებულია სივრცისა და ფიგურის პერსპექტიული აღქმა. ამ ნატურმორტებს სეზანის მსგავსი სტატიკურობა და მონუმენტურობა ახასიათებს. ანალიტიკურ პერიოდში ფორმა წვრილ წახნაგებადაა ქცეული. ფუტურისტული „ენერგეტიკული“ კომპოზიციები ფრაგმენტებად დანაწევრებული ფიგურებით და მათი გადამკვეთი ბასრი კუთხეებით არის ავსებული. ზოგიერთ მათგანში გამოვლენილია ფუტურისტული სურათის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპიც – სიმულტანურობა.
კირილე ზდანევიჩი აქტიურად მონაწილეობდა არტისტული კაფეების მოხატვაში, ერთერთი კაფე ლადო გუდიაშვილთა ერთადაც აქვს მოხატული. 1922-36 წლებში კირილე ზდანევიჩი იყო მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრების, ასევე საოპერო თეატრის მხატვარი. ის რეჟისორ კოტე მარჯანიშვილთან მუშაობდა. მისი პირველი ნამუშევარი თეატრში იყო გერმანელი დრამატურგის ერნსტ ტოლერის პიესა “გაზი” იყო. პიესის თემა მანქანის საუკუნე – მაშინიზმი იყო. შესაბამისად დეკორაციები შექმნა მანქანის ნაწილებისაგან. იმავე ავტორის პიესაში “ადამიანი-მასა”, სცენოგრაფია გადაწყვეტილია თავშეკავებულ შავ, თეთრ და რუხ ფერებში, წითელი ფერის დამატებით. შეზღუდული გამა საშუალებას იძლეოდა შექმნილიყო სპექტაკლის ერთიანი სახე. განსხვავებულადაა გადაწყვეტილი გრიგორ რობაქიძის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი “მალშტრემი”. მისი დეკორაციები კაშკაშა და ფერადია. მოგვიანებით ზდანევიჩი თბილისის ოპერის თეატრში მუშაობდა. 30-იან წლებში იგი, როგორც მთავარი მხატვარი, თანამშრომლობდა მოსკოვის გამომცემლობებში და მოსკოვის ფორეგერის თეატრში. მის გაფორმებულ სპეკტაკლებს მისივე მხატვრობისთვის ჩვეული სტილური მახასიათებლები გამოარჩევს.
მართალია, 1945 წელს კირილე ზდანევიჩი გახდა საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, მაგრამ, მაინც მძიმე ხვედრი ერგო. საქართველოში ავანგარდული ხელოვნების ერთ-ერთ ფუძემდებელს სოციალისტურ თემებზე ხატვა არ სურდა, თავის იდეებს არ ღალატობდა, ამის გამო იგი დააპატიმრეს კიდეც. ის 1949 წელს იგი ცრუ დასმენის გამო გადაასახლეს ვორკუტაში. 1957 წელს ვადაზე ადრე გაანთავისუფლეს და თბილისში დაბრუნდა. მან ძმის ნახვა მხოლოდ 1966 წელს პარიზში მოახერხა.1969 წელს გარდაიცვალა კირილ ზდანევიჩი და დაკრძალეს დიდუბის პანთეონში.
1979 წელს პარიზში, პომპიდუს ცენტრში, მოეწყო კირილეს ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით -"პარიზი-მოსკოვი 1900-1930".მეოცე საუკუნის ოთხმოციან წლებში მოეწყო გამოფენები ლოს ანჯელესში,ვაშინგტოში პეტერბურგსა და ნიუ-იორკში.
ილია ზდანევიჩი
ილია ზდანევიჩი ძმაზე 2 წლით უმცროსი იყო. ის 1894 წელს დაიბადა. ძმისგან განსხვავებით ილიას მომავალი პროფესიის შესასწავლად აკადემია არ აურჩევია და 1911 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. 1912 წელს კი უკვე კითხულობს მოხსენებას ფუტურიზმზე პეტერბურგის თეატრში.
მას შემდეგ, რაც პირველად აღმოაჩინეს ფიროსმანის ნიჭიერება, 1913 წელს ისევ ჩამოდის თბილისში ამჯერად უკვე ფიროსმანის პირადად გასაცნობად. მალევე მიიყვნას მის გასაცნობად ძმასაც, ნიკალამ კი ილიას პორტრეტი შეასრულა, რომელიც მის სხვა ტილოებთან ერთად ილიას დამსახურებით დაიკიდა გამოფენა "მიშენზე", აქ მონაწილეობდნენ მაშინდელი ცნობილი მხატვრები, მათ შორის იყო მალევიჩიც. ძმები მთელი ცხოვრება ეწეოდნენ ფიროსმანი პოპულარიზაციას, 1916 წელს მათ ფიროსმანის 50 ნახატის გამოფენა მოაწყეს თბილიში.
ილია ზდანევიჩის ცხოვრება დაკავშირებულია მწერლობასთან. ის მუდმივად აქვეყნებდა ნამუშევრებს ფიროსმანზე, ხელოვნებაზე. მისი პირველი წიგნი იყო - “ნატალია გონჩაროვა - მიხაილ ლარიონოვი". ასევე დიდი წარმატება მოუტანა მოხსენებამ “ამერიკული ბაშმაკი ვენერა მილოსელზე". ის მუშაობადა კორესპონდენტადაც.
ილია ზდანევიჩი იყო ორი პოეტური სკოლის დამაარსებელიც. პირველი მათგანი იყო "ფუტურისტული სინდიკატი", რომელიც ერთ წელში დაიშალა. მეორე კი "სკოლა" 41 გრადუსი". რამდენიმე წელში კი დაარსდება იგივე სახელწოდების გამომცემლობაც. აქ იბეჭდებოდა თბილისელი დადაისტების და ფუტურისტების ნაწარმოებები.
1927 წელს ილია ექვთიმე თაყაიშვილთან ეტრად მიემგზავრება ტაო-კლარჯეთში ქართული ძეგლების შესწავლის მიზნით, 1931 წელს ეს მასალები პარიზში, დეკორატიული ხელოვნების მიზეუმში გამოფინა.
მას შემდეგ რაც მისი ძმა საფრანგეთში ხელმეორედ გაემგზავრა ილია ზდანევიჩი საქართველოს მთავრობისგან ნებართვას იღებს რო გაემგზავროს საფრანგეთში. 1921 წელს ის უკვე პარიზშია. მიხაილ ლარინოვი კი აცნობს მას პიკასოს, დელონეს, დადაისტებს და სხვებს. მალევე წაიკითხავს პირველ მოხსენებას თემაზე "ახალი სკოლები რუსულ პოეზიაში" და არის "რუს მხატვართა კავშირის" მდივანი პაიზში. 1922 წელს ილია პარიზში დააარსებს ლიტერატურულ-მხატვრულ ჯგუფს “ჩერეზ”, რომელიც მიზნად ისახავდა ერთგვარი ხიდის გადებას ფრანგ და საბჭიოთა ხელოვანებს შორის. ამავე წელს იბეჭდება მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები "ლიდანტიუ ფარამ", რომელიც შესულია დადაიზმის არქივში.
ილია ზდანევიჩის ცხოვრებაში ერთერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც მსოფლიო ხელოვნებია ისტორიას კიდევ უფრო მჭიდროდ აკავშირებს იყო ის ფაქტი, რომ კოკო შანელის ფაბრიკაში მუშაობს ჯერ მხატვრად , შემდეგ კი დირექტორად.
1930 წელს იბეჭდება ილიაზდს რომანი "აღტაცება"- პოეტური მოგონებები საქართველოზე, 1932 წელს კი ესპანეთში წერს პოემას "ბრიგადნი". მან ბევრი მსგავსება აღმოაჩინა საქართველოსა და ესპანეთს შორის. ის ერთმანეთს ადარებს კატალონიურ და ქართულ ხუროთმოძღვრებას. მნიშვნელოვანია, ისიც, რომ ილია საკმაოდ ცნობილი იყო ბიზანტიური ხუროთმოძღვრების მკვლევარებში. ის მონაწილეობდა ბიზანტინისტთა ყოველწლიური ყრილობებში და მუდმივად ცდილობდა უცხოელ მეცნიერთა ყურადღების მიპყრობასა და მხარდაჭერას თურქეთის ტერიტორიაზე დარჩენილი ქართული კულტურული ძეგლების გადასარჩენად 40 იან წლებში ილია პიკასოსთან ერთად იწყებს პუბლიკაციების სერიებს გამომცემლობა "აფეტში. 1972 წელს გამოდის წიგნი "ნიკო ფიროსმანაშვილი", ილიაზდის ტექსტითა და პიკასოს ილუსტრაციებით. სწორედ ამ წიგნშია შესული პიკასოს ცნობილი "ფიროსმანის პორტრეტი".
1975 წელს გარდაიცვალა ილია ზდანევიჩი, იგი დაასაფლავეს ლევილ-სიურ-ორაჟის ქართულ სასაფლაოზე. მისი გარდაცვალების შემდეგ ეწობა გამოფენები პარიზში, მონრეალში,ნიუ-იორკში.
Комментарии