top of page

თათა მირიანაშვილი

  • Writer's pictureთათა მირიანაშვილი

აღდგენილი ლიტერატურული წრე -„93-ე აუდიტორია“

Updated: Sep 7, 2020


22 იანვარს, 17:00 საათზე, თსუ-ს პირველი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში გაიმართა პოეტ დავით მაღრაძის წიგნის, "უსადაურიოს", წარდგენა.


პრეზენტაციაზე დაანონსდა ლიტერატურული წრის დაარსება. ორ კვირაში ერთხელ სამშაბათ დღეს, ხუთ საათზე 206-ე აუდიტორიაში ლიტერატურით დაინტერესებულ სტუდენტებს საშუალება მიეცემათ საკუთარი შემოქმედება გააცნონ ამ სფეროში უკვე წარმატებულ ადამიანებს, მოისმინონ მათი აზრი, მიიღონ რჩევები და კრიტიკა.

ინიციატივა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტს ეკუთვნის.




ალმანახი "პირველი სხივი"

მსგავსი შეკრებები ათეული წლების განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 93-ე აუდიტორიაში იმართებოდა. ახალგაზრდა მწერლები თუ პოეტები, თავიანთ ნაწარმოებებს აცნობდნენ საზოგადოებას და პირველ ნაბიჯებს დგამდნენ სამწერლობო ასპარეზზე.

ლიტერატურული წრე პირველად 1947 წლის სექტემბერში შეიკრიბა. ახალგაზრდა მწერალთა წრემ პოპულარობა მალე მოიპოვა და შესაძლებელი გახდა ალმანახ ,,პირველი სხივის’’ დაარსება. 1951 წლის 24 დეკემბრიდან უნივერსიტეტელ მწერალთა გაერთიანებას ,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მწერალთა წრე’’ ეწოდა. ყოველ მომდევნო წელს კი ალმანახ ,,პირველი სხივის’’ ახალი ნომერი გამოდიოდა. 2004 წლამდე სულ 30 ნომერი დაისტამბა.


შეკრებილ აუდიტორიას სიტყვით მიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა გიორგი შერვაშიძემ.





შემდეგ უკვე საზოგადოებას მიესალმა ბატონი დავით მაღრაძე, იტალიის რესპუბლიკის სოლიდარობის ორდენის კავალერი და ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ნომინანტი. ის პრემიაზე შვეიცარიის სამმა ინსტიტუტმა წარადგინა, კომიტეტს კი, საქართველოდან რეკომენდაციით მწერალმა ჭაბუა ამირეჯიბმა მიმართა.


ბატონმა დავითმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადსცა თავისი წიგნი, რომლის პრეზენტაციაც ნიუ იორკში შედგა. სულ მალე კი ხელმოწერილი ქართული ვერსიის გადაცემასაც შეპირდა. „93 აუდიტორიაში“ ყოფნით მოხარული იყო, ისევე როგორც მაშინ, როცა მეგობრების თხოვნით პირელ ლექსებს კითხულობდა. ეს 1979 წელს იყო, როცა როგორც თავად ამბობს პირველკურსელი ამ სივრცეში „მოინათლა“. ლიტერატურული წრე იმდენად საყვარელი ადგილი იყო, რომ სტუდენტები სწავლის დამთავრების შემდეგაც მოდიოდნენ. პოეტი იხსენებს ფედერიკო ფელინის ფილმ, „ორკრსტრის რეპეტიციას,“ ნოტების გადამწერი თავის დარბაზს საუკეთესოს უწოდებს და ჰგონია, რომ უკეთესი ადგილი არსად მოიპოვება, ასევე ფიქრობს ბატონი დავითიც უნივერსიტეტის ლიტერატურული წრის აუდიტორიაზე, მიუხედავად არაერთ სივრცეში გამოსვლის პატივისა.


წიგნი "უსადაურო" (პირველი არხი)

„რაც დამიწერია გადავარჩიე, შევეცადე, რაზეც გული მეთანაღრებოდა აღარ შევიტანე, რაც დაექვემდებარა შალაშინს გავაშალაშინე. ჩემგან აქ დაწუნებული არაფერია. რასაც ვერ შეველიე შევიტანე ამ წიგნში. დავარქვი „უსადაურო“ უსათაუროს მიხედვით. ვინაიდან ეს წიგნი სადაურობასაც ეძღვნება, პატრიოტიზმს ვაჟა-ფშაველას გაგებით.“ - ამბობს ავტორი.


ახალგაზრდა მწერალთა წრის მუშაობის ფორმატი შემდეგი იყო. მოისმენდნენ კონკრეტული ავტორის ნამუშევრებს და ორი რეცენზეტი, ცნობილი და ნაკლებ ცნობილი, გამოთქვამდა თავის შეხედულებებს. ამავე ფორმით ჩატარდა განახლებული ლიტერატურული წრის პირველი შეხვედრაც.





დავით მაღრაძის ლექსები ორმა რეცენზენტიმა შეაფასა, როსტომ ჩხეიძემ და ვანო მჭედელაძემ.





„აფეთქების ძალის მქონე პოეტური აღსარება“ გარეგნულად მშვიდი და შინაგანად დამუხტული. პარადოქსებითა და პატრიოტიზმით სავსე მოულიდნელი ფინალით, რომელიც გაოცებასა და აღტაცებას იწვევს. ასე აფასებს როსტომ ჩხეიძე დავით მაღრაძის პოეზიას.


" იმის მოუხედავად, რომ პოეზიას არასდროს ვკითხულობ, დათო მაღრაძის ლექსებმა და მისმა ახალმა წიგნმა ჩემში დიდი ინტერესი გამოიწვია. სიამოვნებით ვივლი განახლებული 93-ე აუდიტორიის მომავალ საღამოებზე," - დავით ლომსაძე, უნივერსიტეტის სტუდენტი.


პრეზენტაციის დასასრულს სტუმრებს საშუალება მიეცათ პოეტისთვის კითხვები დაესვათ. შესაძლებელი იყო ლექსების კრებულის შეძენაც. სურვილის შემთხვევაში ბატონი დავითი ხელსაც მოგიწერდათ.





მეტი დავით მაღრაძის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე



47 views0 comments
Home: Blog2
bottom of page