4 დეკემბერს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში უშანგი ხუმარაშვილის საუბილეო გამოფენა „უშანგი ხუმა 70” გაისნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრის, როგორც ადრეული, ისე უახლესი ნამუშევრები, ეს ღონისძიება მისი შემოქმედების ერთგვარი რეტროსპექტივა.
![](https://static.wixstatic.com/media/2da969_325e970c75fb4525bfffdefaf6f1f841~mv2.jpg/v1/fill/w_960,h_503,al_c,q_85,enc_avif,quality_auto/2da969_325e970c75fb4525bfffdefaf6f1f841~mv2.jpg)
უშანგი ხუმარაშვილი 1948 წელს დაიბადა. დაამთავრა აპლონ ქუთათელაძის თბილისის სამხატვრო აკადემია ფერწერის განხრით. მუშაობდა თელავის დრამატულ თეატრში. 1970-იანი წლებიდან მონაწილეობს გამოფენებში. აღსანიშნავია, რომ მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა 1994 წელს სწორედ ეროვნულ გალერეაში შედგა. რის შემდგომაც მხატვრის გამოფენები რეგულარულად იმართება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. მხატვარი არაერთი საერთაშორისო პროექტისა და ფესტივალის მონაწილეა.
![](https://static.wixstatic.com/media/2da969_b388cdbb426042ef9a3142c2cebb8543~mv2_d_5664_3524_s_4_2.jpg/v1/fill/w_980,h_610,al_c,q_85,usm_0.66_1.00_0.01,enc_avif,quality_auto/2da969_b388cdbb426042ef9a3142c2cebb8543~mv2_d_5664_3524_s_4_2.jpg)
მხატვარი 70 წლისთავს აბსტრაქტულ ჟანრში შექმნილი ნამუშევრების რეტროსპექტივით შეხვდება. ძირითადად, ბოლო პერიოდის ნამუშევრებია წარმოადგენილი. მათი თემატიკა ურბანული მოტივებია. აბსტრაქციის შემთხვევაში ნამუშევარებზე კონკრეტულად ვერ იმსჯელო, მაგრამ ნაცნობი და გასაგები განწყობებია, სადაც შიგადაშიგ ქალაქის ხედები და პეიზაჟები იკვეთება, ადამიანთა კონტურებიც ჩნდება..
![](https://static.wixstatic.com/media/2da969_8a9e402e9f3d40d98ab7df39868fae61~mv2_d_3263_1895_s_2.jpg/v1/fill/w_980,h_569,al_c,q_85,usm_0.66_1.00_0.01,enc_avif,quality_auto/2da969_8a9e402e9f3d40d98ab7df39868fae61~mv2_d_3263_1895_s_2.jpg)
მისი მხატვრული ტრადიციები კლასიკურ ავანგარდს წარმოადგენს. საბჭოური მემკვიდრეობა მხატვრს ჩაკეტილ სივრცეში ამყოფებდა. დროის გასვლისა და ასაკის მიუხედავად მისი შემოქმედებითი კონცეფცია არ შეცვლილა. მხატვრობის ძირითადი ეტაპი 1970-80-იანი წლებიდან იწყება, რამაც უშანგი ხუმარაშვილი ექსპრესიულ აბსტრაქციონისტად ჩამოაყალიბა.
უშანგი ხუმარაშვილის პერსონალური გამოფენა ეროვნულ გალერიეაში 20 იანვრამდე გაგრძელდება.
Comentarios