top of page

თათა მირიანაშვილი

  • Writer's pictureთათა მირიანაშვილი

სკოლა გამყოფ ხაზთან

Updated: Sep 7, 2020


ახალ წელს კონფლიქტისპირა სოფლის სკოლის მოსწავლეები ახალი ბიბლიოთეკით შეხვდებიან.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების თაოსნობით ხორციელდება პროექტი "ბიბლიოთეკა კონფლიქტისპირა სოფელს". შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ ავლევის საჯარო სკოლაში ბიბლიოთეკა გაიხსნებ


პროექტი კურსის "დემოკრატია და მოქალაქეობის" ფარგლებში ხორციელდება. მისი ორგანიზატორები არიან: ანა გრიგალაშვილი, თამარ სამაშვილი, სანდრო ჯიბლაძე და დავით ხუციშვილი. ჩვენ ორ წარმომადგენელს სანდროსა და დავითს ვესაუბრეთ.



ალვევი ისტორიული სოფელია, მის შესახებ წერილობითი წყაროები ვახუშტი ბატონიშვილთან გვხვდება. მეცნიერმა კონსტანტინე ამირაჯიბმა ამ სოფელში ას წელზე მეტი ხნის წინ თვითმმართველობის საწყისებს ჩაუყარა საფუძველი. გახსნა პირველი სკოლა, სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი, დააფუძნა საავადმყოფო და ქვეყნის მექანიზაციის განვითარებას შეუწყო ხელი. დღეს ამ სოფლის სკოლა 15 მოსწავლეს ითვლის, მეცხრე კლასის შემდეგ კი სწავლა წყდება. სტუდენტები იმედოვნებენ, რომ ბიბლიოთეკის გახსნა იქნება სკოლის განვითარებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი.


ბიბლიოთეკის გახსნა ანას იდეა იყო. მან იცოდა ამ პრობლემის არსებობის შესასახებ, დაუკავშირდა სკოლის დირექტორს,ოლია ღვინიაშვილს, გააცნო იდეა, და გუნდმა მუშაობა დაიწყო. პირველი, რაც გააკეთეს სოციალურ ქსელში ღონისძიების შესახებ ინფორმაციის გავრცელება იყო, ამან გაამარტივა პროექტში მონაწილეობის მიღება. სურვილის შემთხვევაში ნებისმიერს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ბიბლიოთეკის შექმნაში. დაუკავშირდნენ ორგანიზატორებს, შეუთანხმდნენ დროსა და ადგილზე, სტუდენტები თავად შეხვდებიან მსურველებს.


პირველი სასიამოვნო ამბავი პარლამენტიდან გამოხმაურება იყო. ერთერთი დეპუტატიც ჩაერთო ამ საქმეში, თუმცა სახელის გასაჯაროება არ ისურვა. სტუდენტები პარლამენტში მიიწვიეს, გაესაუბრნენ, ჩაიწერეს ყველაფერი, რაც სჭირდებოდათ და დახმარებასაც შეპირდნენ. შემდეგ იყო თვითმართველობის პორტალის „დროა.ჯის“ და ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მათი საქმიანობის გაშუქება, ამან ხელი შეუწყო ინფორმაციის კიდევ უფრო გავრცელებას და დაინტერესება არასამთავროებო ორგანიზაციების მხრიდანაც გამოჩნდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინფორმაციის გასავრცელებლად სტენდებს გამოყოფს და მზად არის სხვამხრივად დასახმარებლადაც.

ორგანიზარორები

აქტიურად ჩაერთო საზოგადოებაც, ერთერთი მათგანია თეკლე კენტელაძე: „გავიგე მეგობრის ფეისბუქ გვერდიდან, გავარკვიე, რომ მაღალკლასელები არ სწავლობენ ამ სკოლაში, ამიტომ შევეცადე ცოტა მსუბუქი ლიტერატურა შემერჩია, როგორიცაა "ანა ფრანკის დღიური," ჩარლზ დიკენსის მოთხრობების ქართულ-ინგლისური გამოცემა, ჯეინ ოსტინის "სიამაყე და ცრურწმენა." ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ოკუპაციის თემას და ყველაფერს მასთან დაკავშირებულს, ვფიქრობ, რომ საკმარის მნიშვნელობას არ ვანიჭებთ მიმდინარე პროცესებს შიშის თუ გაუაზრებლობის გამო, ამიტომ ვცდილობ ყველა აქტივობაში ჩაერთო, რაც ამ საკითხს უკავშირდება. ასევე, თუ რაიმე მცირედ წვლილს შევიტან მკითხველთა რაოდენობის გაზრდის საქმეში, დიდად კმაყოფილი დავრჩები. ვთხოვ ყველას, თუნდაც ერთი წიგნი გაიღონ ამ სკოლისთვის. ამით გამოვხატავთ ჩვენს დაინტერებას სოფლის მდგომარეობის მიმართ. ასევე, იმ ახალგაზრდების მხარდაჭერას, რომლებმაც მოიფიქრეს და განახორციელეს ეს პროექტი და ძალიან კეთილი საქმე.“


ასეთმა აქტიურობამ გააკვირვა თავად პროექტის ავტორებიც. გამოხმაურებასთან ერთად პასუხისმგებლობაც გაიზარდა. ყველაზე დიდი წარმატება კი ის არის, რომ საზოგადოება აქტიურად ჩაერთო. ერთიორად მნიშვნელოვანი ხდება პროექტი იმის გათვალისწინებით, რომ საუბარია საზღვრისპირა სოფელზე. მის გვერდით, ატოცში, ახლაც ანტისაოკუპაციო აქციები მიმდინარეობს.


ამ ეტაპზე, 23 დეკემბრამდე, ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი წიგნი შეაგროვონ, ელოდებიან პროექტის დაფინანსებას, რაც პროექტის განხორციელების ძირითადი წყაროა. ყიდულობენ თავადაც, ჩვენთანაც წიგნით ხელში მოვიდნენ. შემდეგ უკვე იფიქრებენ გახსნაზეც, რომელიც 25 დეკემბერს არის დაგეგმილი. დაახლოებით იციან რა და როგორ ჩაივლის. ელოდებიან არასამთავროებო ორგანიზაციის წარმომადგენლებსს, ჟურნალისტებს, ისტორიული სოფლის მკვლევრებს და ნებისმიერ მსურველს.

ამბობენ, რომ პროექტმა დიდი მოტივაცია მისცათ და მომავალშიც გეგმავენ მსგავს აქტივობებს. ორგანიზაციის ჩამოყალიბებაც შესთავაზეს. გამოცდილების საფუძველზე ამბობენ, რომ მთავარი ინიციატივაა. სტუდენტებმა უნდა იფიქრონ პრობლემებზე, თავისი იდეები გამოთქვან ხმამაღლა და აუდიტორიის გარეთ. გაბედონ. საზოგადოების დახმარების იმედი კი იქონიონ.



თათა მირიანაშვილი

ნიკა ვარდანიძე

90 views0 comments
Home: Blog2
bottom of page