2 ოქტომბერს თბილისში რუსთაველის 7 ნომერში ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი გაიხსნა. საგამოფენო დარბაზი 7000 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს და მასში 80-მდე მხატვრის 3500 ნიმუში ინახება.
![](https://static.wixstatic.com/media/2da969_fb7f15e47e7f4346985c38d685ff1287~mv2_d_4608_3456_s_4_2.jpg/v1/fill/w_980,h_735,al_c,q_85,usm_0.66_1.00_0.01,enc_avif,quality_auto/2da969_fb7f15e47e7f4346985c38d685ff1287~mv2_d_4608_3456_s_4_2.jpg)
დამაარსებლები გია ჯოხთაბერიძე და მანანა შევარდნაძე არიან. ქალბატონი მანანა საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ქალიშვილია. ცოლ-ქმარი ნახატებს მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან კერძო კოლექციისთვის აგროვებდა.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ახალი სივრცეა ქართველი შემოქმედებისთვის. ჩვენი სიმდიდრე ყოველთვის სწორედაც კულტურა იყო. აქამდე ამ სიმდიდრის თავმოყრა ვერ შევძელით. და რადგან გადარჩენისთვის ყოველთვის ბრძოლა გვიწევდა, არსებობისთვის ბრძალაში ბევრი საგანძურიც დავთმეთ, დავკარგეთ. გაიყიდა და სხვის ხელში აღმოჩნდა. ყველას თაყაიშვილობას ვერ მოვთხოვთ. საბედნიეროდ დღეს ეს საჭიროებაც აღარ დგას. ბოლო 70 წლის ისტორია შემოქმედის თვალით დანახული, აღქმული განცდილი და ტილოზე გადმოტანილი რუსთაველის 7 ნომერში შეგიძლიათ ნახოთ.
მუზეუმი არც შემოქმედების ნაკლებობას უჩივის, არც ნამუშევრების, არც სივრცის და თანამედროვე სტანდარტების. მათ მაღალმხატვრულობას კი დრო გამოცდის. გამოცდის ჩასაბარებლად საჭიროა უბრალოდ იარსებოს მანამდე, სანამ უახლესი ისტორიის მომსწრე თვალი სუბიექტურად არ განსჯის და მხოლოდ იმ პერიოდის გადმოსცემისთვის არ შეიყვარებს, რომლის მომსწრეც თავად არის. ნამუშევრებს გულთან ერთად გონებით შეაფასებს. ხელოვნების აღქმა ემოციათან ერთად რაციონალურადაც უნდა მოხდეს.
ხელოვნების ნიმუშის ზოგადსაკაცობრიობა და უნიკალურობა, ჩვენდა გასაოცრად, სწორედ მის ეროვნულობაშია. რაც უფრო ეროვნულია, მით უფრო საინტერესო ხდება სამშობლო ქვეყნისთვის, უჩველო და განსხვავებული სხვა ერისთვის. ერთია, ერთ კონკრეტულ ადგილას დაიბადა. ასეთი ხელოვანი ბევრი გყავს. ზოგის არსებობის შესახებ უბრალოდ არ ვიცით. ზოგიც ვიცით, მაგრამ არ ვინტერესდებით. ყურადღებას არ ვაქცევთ. ფიროსმანის ნახატებს დუქნებში გაფუჭებული კედლის დასაფარად იყენებდნენ. მის აღმოსაჩენად დრო დაგვჭირდა. თანამედროვე მხატვრებსა და მოქანდაკეებსაც დრო შეაფასებს, მუზეუმი კი ამ საქმეში უდიდეს წვლილს შეიტანს.
მისი მშენებლობა 2015 წლისდა 5 თებერვალს დაიწო და 2018 წლის 2 ოქტომბერს გაიხსნა. აგებულია რკინა-ბეტონით. აკმაყოფილებს ყველა იმ სტანდარტს, რომელითაც უნდა იყოს აღჭურვილი თანამედროვე მუზეუმი. გათვლილია 9 ბალიან მიწისძვრაზე. აქვს ნამუშევართა შესანახი სპეციალური საცავი, კონდენცირებით, ვინტილაციით, ტემპერატურითა და სპეციალური განათებით.
შუშუსა და ქვის თანამდეროვე ფასადს 11 მეტრის სიმაღლეზე ორმეტრ-ნახევრიანი არწივი ამშვენებს. ექსტერიერში შერწყმულია თანამედროვეობა და წარსული. არწივი არის ძ.წ. მეორე-პირველი საუკუნეებით დათარიღებული ვანის გათხრებისას აღმოჩენილი სამი არწივის მიხედვით შექმნილი. მასზე მოქანდაკეები დავით მინდორაშვილი და ედუარდ შახნაზარევი მუშაობდნენ, მათი ნამუშევრები ასევე გამოფენილია.
შენობა 5-სართულიანია. ზედა 3 სართული დათმობილი აქვს 31 საგამოფენო დარბაზს, სადაც წარმოდგენილია მუდმივი კოლექცია. მუზეუმში არის ასევე დროებითი საგამოფენო დარბაზი, სადაც ხელოვანებს საშუალება მიეცემათ წარმოადგინონ თავიანთი ნამუშევრებიი. საკონფერენციო დარბაზი, კაფე და მაღაზია ეს ყველაფერი პირველ სართულზე.
შესვლისთანავე თვალში გეცემათ მუზეუმის მთელ სიმაღლეზე აჭიმული შუშის კიბე და ლიფტი. ვერც გაიგებთ კიბეზე ასვლის სასიამოვნო, შიშნარევი განცდა ნამუშევრების ნახვით განცვიფრებაში როგორ გადაგეზრდებათ. მინდა გითხრათ 31 საგამოფენო დარბაზის ნახვა სულაც არ არის მარტივი. როგორც გია ჯოხთაბერიძე ამბობს კედლები გადატვირთულია ნამუშევრებით. ეს შეგნებულად გააკეთეს, საწყის ეტაპზე დამთვალიერებელმა ნახოს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა მთელი თავისი დიდებით. დროთა განმავლობაში კი ექსპოზიცია შეიცვლება.
გვირჩევენ მუზეუმის დათვალიერება მეხუთე სართულიდან დავიწოთ, სწორედ აქ არის ქრონოლოგიურად უფრო ადრეული ნამუშევრები. ქვევით ჩამოსვლასთან ერთად, იკლებს ნამუშევართა ასაკი. მუზეუმში წარმოდგენილია უკანასკნელი 7-8 ათეული წლის გამორჩეული შემოქმედების ნამუშევრები, მათ შორის: აპოლონ ქუთათელაძე, ზურაბ ნიჟარაძე, ელგუჯა ამაშუკელი, დავით მინდორაშვილი, ედვარდ შახნაზაროვი, დიმიტრი ერისთავი, დავით მონავარდისაშვილი - ჩემი მასწავლებელი.
ახალი მუზეუმი დამთვალიერებელს ელის. მუშაობს სამშაბათიდან კვირის ჩათვლით, 10:00 – 20:00 საათამდე.
.
Commentaires