top of page

თათა მირიანაშვილი

მაზაჩო- "სასწაული სტატირით"

Writer's picture: თათა მირიანაშვილითათა მირიანაშვილი

Updated: Sep 7, 2020


„ჰპოვებ სტატირს: მიიტანე და მიეცი მათ ჩემი და შენი სახელით“ [მათე 17,27]



მაზაჩო 1401 წლის 21 დეკემბერს იტალიის პატარა ქალაქ სან ჯოვანიში დაიბადებულა. „მაზაჩო“ მხატვრის მეტსახელია, რაც იტალიურად „ფეთხუმს“ ნიშნავს. მისი ცხოვრების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. ერთადერთი წყარო ჯორჯო ვაზარის წიგნია, რომელშიც ავტორი მხოლოდ მხატვრის შემომედებასა და წერის მანერაზე მოგვითხრობს. ვაზარის ცნობით 20 წლის მაზაჩო ფლორენციის ექიმთა და აფთიაქართა გილდიაში გაწევრიანდა, რომელიც იმ დროისათვის მხატვრებსაც აერთიანებდა. ამ წლებში მაზაჩო არაერთ ფლორენციელ მხატვარსა და ხელოვანს დაუახლოვდა, მათ შორის არქიტექტორსა და მოქანდაკე ბრუნელესკისა და დონატელოს.


„სასწაული სტატირით“ ჰქვია მის ერთერთ ადრეულ ნამუშევას. ფრესკა ფლორენციის სანტა მარია დელ კარმინეს ბაზილიკის კეფელზეა. ტაძრის კედლები ძირითადად მაზოლინის მოუხატავს, თუმცა სწორედ ეს ფრესკა და კიდევ ერთი - „სამოთხიდან განდევნა“ მაზაჩოს ეკუთვნის. არსებობს მოსაზრება რომ ზოგიერთ მათგანზე ერთადაც მუშაობდნენ. ის ერთერთია პეტრეს ცხოვრების ამსახველი ციკლიდან. გამოხატავს იმ მომენტს, როცა გადასახადების აკრეფი ქრისტეს ფულს სთხოვს. მას არ აქვს ფული და ეუბნება პეტრეს თევზის პირიდან ამოიღოს ის - „ჰპოვებ სტატირს: მიიტანე და მიეცი მათ ჩემი და შენი სახელით.“ [მათე 17,27] პეტრე გაოცებული უყურებს ქრისტეს, თუმცა დავალებას ასრულებს.


„სასწაული სტატირით“ ითვლება ხაზობრივი პერსპექტივის ერთერთ პირველ ნიმუშად. მარჯვენა მხარეს დახატული შენობის ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი წერტილებიდან გამომავალი ორი ხაზი ქრისტეს მარჯვენა ხელთან იკვეთება. ამ ხელით პეტრეს წყლისკენ მიუთითებს.


ფრესკა გამორჩეულია რამდენიმე მიზეზის გამო. პირველზე როგორც ხაზობრივი პერსპექტივის ერთერთ პირველ ნიმუშზე ვისაუბრეთ. მეორე არის ჰაეროვანი პერსპექტივა. ვხედავთ მუქი ტონებით და ზუსტი ხაზებით შესრულებული მარჯვენა ნაწილი ფრესკისა თანდათან როგორ გადადის ღია ფერის მთებში. ეს არის კიდევ ერთი უჩვეულობა ნახატისა თითქოს მარჯვნიდან მარცხნივ იშლება, როცა კითხვას, ჩვეულებრივ, მარცხნიდან ვიწყებთ. აქ კიდევ ერთი ამბავი იმალება. სინამდვილეში ერთ ფრესკაში დროის სამი ნაწილია გადმოცემული. პირველი და ცენტრალური ნაწილი - ქრისტე ეუბნება პეტრეს თევზის პირიდან ფული აიღოს, მეორე მარცხენა მხარეს და უკან - პეტრე დავალებას ასრულებს და მესამე მარჯვენა წინა მხარეს - პეტრე გადასახადს აძლევს.

შუქჩრდილს რაც შეეხება, ფრესკას უყურებ და ხედავ რომ სინათლის წყარო ფრესკაში და ბაზილიკის სარკმლიდან შემოსული შუქი ემთხვევა ერთმანეთს. ვერ გრძნობ, სად გადის ზღვარი ხელოვანის დახატულ შუქჩრდილსა და ბუნებრივ განათებას შორის.


აუცულებლად უნდა ვახსენოთ პორტრეტული მრავალფეროვნება. ჭაღარა, ქერა, შავგვრემანი, წითური, გრძელი წვერითა თუ უწვერული სხვადასხვა ფერით შემოსილი ფეხშიშველი 12 მოწაფე თავზე შარავადენით ქრისტეს გარშემო შემოკრეფილა და ყურს უგდებეს მას. იესო დაბეჯითებით თან მშვიდად მიმართავს პეტრეს. პეტრე გაოგნებული დამწუხრებული შესცქერის მაცხოვარს. წყლისკენ გაშვერილი თითით თითქოს აზუსტებს ადგილს. ალბათ ჰგონია, რაღაც ზუსტად ვერ გაიგო. მოწაფეებიც დაფიქრებულები ერთმანეთს მისჩერებიან. ყველაზე უფრო გაოგნებული კი, ჩემი აზრით, თავად გადასახადების ამკრეფია. საოცარია ზურგით, კონტრაპოსტში მგომი ფიგურა როგორ შეიძლება იყოს ასეთი მეტყველი.


აღსანიშნავია წყალთან დახრილი პეტრე თევზით ხელში. ოქროსფერი მოსასხამი გვერდით დაუდია, ტანისამოსი აუწევია, მუხლამდე წვივები გამოსჩენია, თუმცა იმდენადაა გართული საქმით აღარაფერს აქცევს ყურადღებას, სამყაროსაა მოწყეტილი. გადასახადის გადახდის მომენტში კი ფრესკის მარჯვენაენა მხარეს შემოსილი, მიწაზე მყარად მდგომი, მტკიცე ხასიეთითა და ძლიერი მარჯვენით უწვდის ხელს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ სასწაულმა კიდევ უფრო გააძლიერა მოციქული. ეს სიძლიერე მხოლოდ გამოხედვას არა, მის ფიგურასაც ეტყობა.


მრავალმხრივ გამორჩეული და საინტერესოა ფრესკა. თანაც იმ პერიოდში ფლორენციაში გაზრდილ გადასახადებს ეხმიანება. მაზაჩო წარმოგვიდგება ერთი მხრივ გენიოსი შემოქმედი და მეორე მხრივ აქტიური მოქალაქე, რომელიც თავისი შემოქმედებით საკუთარ პოზიციას გამოხატავს გარკვეულ მოვლენებზე.



თათა მირიანაშვილი

1,378 views0 comments

Commentaires


Home: Blog2

©2018 by tata mirianashvili. Created with Wix.com

  • facebook
  • instagram
bottom of page